სალიცენზიო შეთანხმება
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ OXO.GE-ის სერვისის გამოყენების პირობები. OXO.GE-ში რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას.
1. ზოგადი დებულებები
OXO.GE არის ქართული ვებ-საიტების ტრაფიკის გამზომი სისტემა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. სისტემაში განთავსებული სტატისტიკა გარკვეული ტექნიკური შეზღუდვების გამო შეიძლება სრულად ზუსტი არ იყოს.
2. რეგისტრაცია
სისტემაში დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ ქართულ ვებ-საიტს. რეგისტრაციისათვის საჭიროა HTML კოდის განთავსება საიტზე. სისტემა ავტომატურად დაიწყებს სტატისტიკის შეგროვებას.
3. მონაცემები და კონფიდენციალობა
OXO.GE გარანტიას იძლევა, რომ რეგისტრაციის დროს მიღებული პერსონალური ინფორმაცია არ გადაეცემა მესამე მხარეს. ანონიმური სტატისტიკური მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალიტიკური მიზნებისათვის.
4. შინაარსი
OXO.GE-ში დარეგისტრირებული საიტი არ უნდა შეიცავდეს: უკანონო, ამორალური, შეურაცხმყოფელ ან სხვაგვარად მიუღებელ კონტენტს. ასეთი საიტები წაიშლება სისტემიდან გაფრთხილების გარეშე.
5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
OXO.GE არ აგებს პასუხს სისტემაში განთავსებული ბმულების შინაარსზე. OXO.GE-ს ტექნიკური გამართულობა არ გარანტირებულია 100%-ით.
6. ცვლილებები
OXO.GE-ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში. ცვლილებები ამოქმედდება ვებ-საიტზე განთავსებისთანავე.