OXO.GE-ს დაემატა ორი ახალი ფუნქციონალი, რომელიც პლატფორმას უფრო სრულყოფილს ხდის:
რეკლამის სისტემა — საიტის მფლობელებს საშუალება აქვთ თავიანთი რესურსი გაარეკლამონ OXO.GE-ს პლატფორმაზე. რეკლამა მართვადია ადმინ პანელიდან და მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ფორმატშია წარმოდგენილი.
გამომუშავების მოდული — დაემატა გამომუშავების კატეგორია, სადაც თავს მოიყრის ყველა იმ ტიპის საიტი, რომელიც ონლაინ შემოსავლის მიღებას, ფრილანსინგს ან მონეტიზაციას უკავშირდება.
ორივე ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც ვებ, ისე მობილური ვერსიიდან.